ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
მომხდარის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.
თვითმხილველების ინფორმაციით, დაღუპულია რვა წლის ბავშვი, ხოლო დაშავებულია მისი ბაბუა, რომლებსაც ავარიის შედეგად ტროტუარზე ავარნილი ავტომობილი დაეჯახა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.