ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა - რობერტ კობლიაშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა | მინსკი 2019 [ვიდეო]
მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე მეოთხედფინალური ორთაბრძოლა გამართა და ბელორუს რადზიკ კულიეუსთან დამარცხდა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილი. ორთაბრძოლის სტარტზე რობერტმა ერთი ქულით დაწინაურება მოახერხა და პირველი ნახევარიც ასე დამთავრდა, თუმცა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორმა მასპინძელთა წარმომადგენელმა, მეორე პერიოდში ჯერ საპასუხო ქულა აუღო, შემდეგ კი დაწინაურებაც მოახერხა და საბოლოოდ კობლიაშვილი დაძაბულ შეხვედრაში, ანგარიშით – 1:2 დაამარცხდა.ასევე მეოთხედფინალშია ტურნირში დღეს ჩართული კიდევ ერთი ქართველი იაკობ ქაჯაიაც, რომელმაც მერვედფინალში, ანგარიშით 4:0 ლიეტული რომას ფრიდრიკასი დაამარცხა, მომდევნო შეხვედრას კი რამდენიმე წუთში აზერბაიჯანელ საბაჰ შარიათისთან გამართავს. რაც შეეხება რევაზ ნადარეიშვილს (97 კგ.) იგი პირველივე შეხვედრაში ტიტულოვან სომეხ სპორტსმენს, არტურ ალეკსანიანს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით -1:2 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ სპორტის ამ სახეობაში გუშინ მოასპარეზე სამი ქართველიდან ორი დღეს მედლებისთვის იჭიდავებს. შმაგი ბოლქვაძე (67 კგ.) ფინალშია, დავით ჩხარტიშვილი კი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ამ წონითი კატეგორიების მედლებისთვის შეხვედრები დღეს, 19:30-იდან დაიწყება.