ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | რობერტ კობლიაშვილმა ბაქოს ტურნირზე ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | რობერტ კობლიაშვილმა ბაქოს ტურნირზე ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა #1TVSPORT

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირზე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ექვსი ქართველი გამოვიდა, რომელთაგან ფინალში გასვლა და ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვება მხოლოდ რობერტ კობლიაშვილმა (97 კგ) მოახერხა.

ქართველმა ნახევარფინალში გერმანელი ლუკას ლაზოგიანისი 2:1 დაამარცხა და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთაგან პარიზის ოლიმპიადის საგზური პირველმა მოიპოვა.

ბაქოს ტურნირზე მოასპარეზე სპორტსმენებიდან პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებს მხოლოდ ფინალისტები მიიღებენ. დღეს გამომსვლელ ხუთ მოჭიდავეს – ლერი აბულაძეს (60 კგ), დიეგო ჩხიკვაძეს (65 კგ), იური ლომაძეს (77 კგ), გურამ ხეცურიანს (87 კგ) და სულხან ბუიძეს (130 კგ) ლიცენზიების მოპოვების ბოლო შანსი მაისში, სტამბულის ტურნირზე ექნებათ.

ბაქოში 7 აპრილს ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაშიც გაიმართება, სადაც პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებს მხოლოდ შეჯიბრების ფინალისტები მიიღებენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

57 კგ. რობერტ დინგაშვილი

65 კგ. გოდერძი ძებისაშვილი

74 კგ. ავთანდილ კენჭაძე

86 კგ. ვლადიმერ გამყრელიძე

ოლიმპიადის ლიცენზია ამ დროისთვის საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მხოლოდ ორ წევრს, გივი მაჭარაშვილსა (97 კგ) და გენო პეტრიაშვილს (125 კგ) აქვს.