ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | რობერტ კობლიაშვილი მერვედფინალში დამარცხდა – ქართველი მოჭიდავე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებს #1TVSPORT

14:45, 06.08.2024

პარიზის ოლიმპიადაზე დღეს ასპარეზობა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, რობერტ კობლიაშილმა (97კგ) დაიწყო.

შეჯიბრების მერვედფინალში კობლიაშვილი ნეიტრალური დროშით გამომსვლელ, ტურნირზე მეორე ნომრად განთესილ აბუბაკარ ხასლახანაუს დაუპირისპირდა და 1:9 დამარცხდა.

კობლიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსს იმ შემთხვევაში შეინარჩუნებს, თუ მისი დამმარცხებელი ფალავანი ტურნირის ფინალში გასვლას მოახერხებს.

მსგავსი