ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | რობერტ კობლიაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - ქართველი მოჭიდავე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებს #1TVSPORT
პარიზის ოლიმპიადაზე დღეს ასპარეზობა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, რობერტ კობლიაშილმა (97კგ) დაიწყო.
შეჯიბრების მერვედფინალში კობლიაშვილი ნეიტრალური დროშით გამომსვლელ, ტურნირზე მეორე ნომრად განთესილ აბუბაკარ ხასლახანაუს დაუპირისპირდა და 1:9 დამარცხდა.
კობლიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსს იმ შემთხვევაში შეინარჩუნებს, თუ მისი დამმარცხებელი ფალავანი ტურნირის ფინალში გასვლას მოახერხებს.