ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | თემურ ორჯონიკიძე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის იბრძოლებს #1TVSPORT
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მეორე საშეჯიბრო დღეს თემურ ორჯონიკიძე (77კგ) ნახევარფინალში გერმანელ სამუელ ბელშეიტთან დამარცხდა და ხვალ ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
დღეს გამომსვლელი კიდევ ერთი ფალავანი აჩიკო ბოლქვაძე (87კგ) შეჯიბრებაზე ბრინჯაოს მედლისთვის რეპეჟაშიდან იჭიდავებს.
შეგახსენებთ, რომ ამ დღეს ფინალურ ბლოკში ოთხ ქართველს ვიხილავთ. ოქროს მედლისთვის დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ) და ევროპის მოქმედი ჩემპიონი გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ) იჭიდავებენ.
ფინალურ ბლოკში გამოვლენ ფრიდონ აბულაძე (60 კგ) და დათა ჩხაიძე (82კგ) – ქართველები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.