ავთანდილ კენჭაძე და მირიან მაისურაძე არაოლიმპიურ წონით კატეგორიებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT
ავთანდილ კენჭაძე და მირიან მაისურაძე არაოლიმპიურ წონით კატეგორიებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე არაოლიმპიურ წონით კატეგორიებს შორის მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ქართველი – ავთანდილ კენჭაძე (79კგ) და მირიან მაისურაძე (92კგ) ნახევარფინალში იასპარეზებენ.

დღეს ტურნირზე გამომსვლელი გიორგი ღონიაშვილი ( 61კგ) და აკაკი ქემერტელიძე (70კგ) ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ.

ტირანაში ნახევარფინალური დაპირისპირებები 19:45 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 31 ოქტომბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ არაოლიმპიურ წონით კატეგორიებში 29 ოქტომბერს დასრულებულ მსოფლიო პირველობაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედლებს გელა ბოლქვაძე და ოთარ აბულაძე დაეუფლნენ.