ალექსანდრიის სარეიტინგო ტურნირზე ოთხი ქართველი ფინალში იჭიდავებს, ოთხი - ბრინჯაოსთვის იბრძოლებს #1TVSPORT
ალექსანდრიის სარეიტინგო ტურნირზე ოთხი ქართველი ფინალში იჭიდავებს, ოთხი - ბრინჯაოსთვის იბრძოლებს #1TVSPORT

ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში მიმდინარე 2023 წლის სეზონის მეორე საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე ოთხი ქართველი მოჭიდავე ფინალში იასპარეზებს, ოთხი კი – ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.

ოლიმპიური ჩემპიონის, იბრაჰიმ მუსტაფას მემორიალზე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები შვიდ წონით კატეგორიაში (55, 60, 63, 67, 87, 97 და 130 კილოგრამებში) გამოვიდნენ.

ტურნირზე ოქროს მედლებისთვის ლერი აბულაძე (63 კგ), ჯონი ხეცურიანი (67 კგ), ლაშა გობაძე (87 კგ) და რობერტ კობლიაშვილი (97 კგ) იჭიდავებენ. კიდევ ოთხი ქართველი – ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ზვიად პატარიძე (130 კგ), გურამ ხეცურიანი (87 კგ) და გიორგი მელია (97 კგ) მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ.

ფინალური შეხვედრები დღეს მოგვიანებით გაიმართება.