ბექა წიქარიშვილი- პრემიერის განცხადება არაადეკვატურია იმ კრიზისთან, რაც დღეს ქვეყანაშია
ბექა წიქარიშვილი- პრემიერის განცხადება არაადეკვატურია იმ კრიზისთან, რაც დღეს ქვეყანაშია

პრემიერ-მინისტრის განცხადება არაადეკვატურია იმ კრიზისთან, რაც ქვეყანაში ხდება. ამის შესახებ მოძრაობა „თეთრი ხმაურის” ლიდერმა, ბექა წიქარიშვილმა პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა.

„ეს განცხადება არაადეკვატურია იმ კრიზისთან, რაც ქვეყანაში ხდება. სისტემა არის მჩაგვრელი . ერთმანეთის იმედი დაგვრჩენია მეგობრებო, ჩვენი მოთხოვნები ძალაშია და ვიბრძოლებთ ბოლომდე”-განაცხადა ბექა წიქარიშვილმა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრის განცხადება აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ, პირდაპირ ეთერში მოისმინეს.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თავის გამოსვლაში სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, მაქსიმალურად გააძლიერონ უსაფრთხოების ღონისძიებები ნებისმიერი შესაძლო დაპირისპირების პრევენციის მიზნით.