ბექა ოდიშარია თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პარლამენტის თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულების გამო.
„ძალიან მიჭირს ამ მძიმე წუთებში სანუგეშო სიტყვების მოძებნა! საქართველო გლოვობს თურქ ძმებთან და დებთან ერთად. მზად ვართ, გვერდით დავუდგეთ მათ და ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით დავეხმაროთ სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას“, – აცხადებს ბექა ოდიშარია.
ძლიერი მიწისძვრა თურქეთში დღეს, გამთენიისას მოხდა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად ქვეყანაში 1 498 ადამიანია დაღუპული და 7 600 დაშავებული. თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ 100-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. მათ შორის რვა მათგანის სიმძლავრე რიხტერის შკალით 7 მაგნიტუდას აღემატებოდა.
ოფიციალური ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს ორი დაიღუპა.
ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო ქვეყნის საელჩოსა და გენერალური საკონსულოების ცხელი ხაზის ნომრები გაავრცელა.