ბექა ოდიშარია - აშშ-ის საელჩოში, ღონისძიების შემდეგ რამდენიმე კოლეგა გასასვლელისკენ მივდიოდით, რა დროსაც აღელვებული ანრი ოხანაშვილი გამოჩნდა, ექვსი წელია, ვიცნობ და მსგავსი არაფერი მინახავს, კაცს ფერი არ ედო სახეზე
ბექა ოდიშარია - აშშ-ის საელჩოში, ღონისძიების შემდეგ რამდენიმე კოლეგა გასასვლელისკენ მივდიოდით, რა დროსაც აღელვებული ანრი ოხანაშვილი გამოჩნდა, ექვსი წელია, ვიცნობ და მსგავსი არაფერი მინახავს, კაცს ფერი არ ედო სახეზე

აშშ-ის საელჩოში, ღონისძიების შემდეგ რამდენიმე კოლეგა გასასვლელისკენ ერთმანეთის მიყოლებით მივდიოდით, რა დროსაც საოცრად აღელვებული ანრი ოხანაშვილი გამოჩნდა, რომელსაც ექვსი წელია, ვიცნობ და მსგავსი არაფერი მინახავს, კაცს ფერი არ ედო სახეზე. მან ისაუბრა უმძიმესი შეურაცხყოფის შესახებ, რომელიც მას მიაყენეს და მთელ გუნდს, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საელჩოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კამერების გასაჯაროებამდე შეფასებისგან თავს შეიკავებს.

„ამერიკის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე ვიდრე კამერები არ გასაჯაროვდება, არანაირ შეფასებებში შესვლას არ ვაპირებ. გეტყვით იმას, რაც ჩემი ორი თვალით დავინახე და ორი ყურით გავიგონე – ღონისძიების შემდეგ, რამდენიმე კოლეგა გასასვლელისკენ ერთმანეთის მიყოლებით მივდიოდით, რა დროსაც საოცრად აღელვებული ანრი ოხანაშვილი გამოჩნდა, რომელსაც ექვსი წელია, ვიცნობ და მსგავსი არაფერი მინახავს, კაცს ფერი არ ედო სახეზე. მან ისაუბრა უმძიმესი შეურაცხყოფის შესახებ, რომელიც მას მიაყენეს და მთელ გუნდს. იმის გამო, რომ ისეთ ადგილას და ისეთ თარიღზე ვიყავით, რაც სხვა არაფრის ფიქრის საშუალებას არ გვაძლევდა, რომ ეს იყო პროვოკაცია, ამის მიუხედავად, ჩვენ განვაგრძეთ ინერციით გასასვლელისკენ წასვლა, რა დროსაც ვატო წერეთელი თანმხლებ ქალბატონ კოლეგასთან ერთად გამოჩნდა. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, ვინც ეს დაიჯერა, ამ აბსურდში ნუ შეჰყვებიან და ვინც საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით აპედალირებს, რომ ოთხი დეპუტატი დაირაზმა ვიღაცაზე ანგარიშსწორებისთვის, სცემა და ა.შ. ეს არის სიბინძურე. თქვენგან ამ სიბინძურეს შეჩვეული ვართ, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში, სკოლის ასაკში არ მიმიღია სამ კაცთან ერთად ერთი კაცის მიმართ ანგარიშსწორებაში მონაწილეობა და ახლა მით უმეტეს, პარლამენტის წევრები ვართ. სამწუხაროდ, შეხლა-შემოხლა ვერ ავირიდეთ. ადამიანები ვცდილობდით, რომ ეს განგვემუხტა, ამას ადასტურებს თავად ვატო წერეთელი და მისი თანხმლები ქალბატონი კოლეგა. დანარჩენ შეფასებებზე, ფაქტებსა და მოვლენაზე ვისაუბროთ მას შემდეგ რაც გასაჯაროვდება კადრები“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

„ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაესხნენ თავს და როგორც თავად ამბობს, ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ვატო წერეთელის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი. ამასთან, ანრი ოხანაშვილი გუშინდელი ინციდენტის კადრების გასაჯაროებას ითხოვს და ვატო წერეთელს მოუწოდებს, ჩაიტაროს ექსპერტიზა, თუ რა მდგომარეობაში იყო მისული საელჩოს ღონისძიებაზე.