ბექა ნაცვლიშვილი - საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება, რადგან ვიღაცა ტეხასელი კონგრესმენის პატარა გაფაჩუნებაზე თმობენ ევროპულ ინტერესებს
საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება, ეს არის უხერხემლო ადამიანთა ერთობა, რომელიც ქვეყანას მართავს, რადგან ვიღაცა სადღაც, ამერიკელი, ტეხასელი კონგრესმენის პატარა გაფაჩუნებაზე თმობენ ევროპულ ინტერესებს, – ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა „ფრონტერას“ განცხადებასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას აღნიშნა.
„ეს არ არის ხელისუფლება. ეკონომიკის სამინისტროს რომელიმე მოადგილე თუ ეს თქვა, ანტისახელმწიფოებრივი მთავრობაა. მარტივი კითხვა დასვით – ადამიანებს, რომელთაც ხელფასს არავინ უხდის, სახელმწიფო რითი დაეხმარათ. მათ 200 ლარიანი დახმარებაც კი არ მისცეს. ჩვეულებრივი კოლონიალური მთავრობაა. ბიზნესი რას ნიშნავს? ბიზნესი ხალხის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. ჩვენი ბუნებრივი რესურსია. ჩვენ როგორც გვინდა, ისე განვკარგავთ. თუ გვინდა, ნაციონალიზაციას მოვახდენთ“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.