კომპანია  „ფრონტერას“ სათაო ოფისი განცხადებას ავრცელებს
კომპანია „ფრონტერას“ სათაო ოფისი განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ფრონტერას“ სათაო ოფისი განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „საქართველოს მთავრობამ უნდა შეწყვიტოს უსასრულო მუქარა იმასთან დაკავშირებით, რომ 27 ივლისს თვითნებურად გააუქმებს კონტრაქტს“.

„2020 წლის 22 ივნისს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მცდარი საჯარო განცხადება გაავრცელა. მთავრობამ უნდა შეწყვიტოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების უხეში უგულებელყოფა.  საქართველოს მთავრობამ ვერ მიაღწია „ფრონტერასთან“ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მეშვეობით ხელშეკრულების გაუქმებას. საქართველოს მთავრობამ უნდა შეწყვიტოს უსასრულო მუქარა იმასთან დაკავშირებით, რომ 27 ივლისს თვითნებურად გააუქმებს კონტრაქტს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, „საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების გაუქმების იურიდიული საფუძველი არ არსებობს“.

„ის, რომ მინისტრის მოადგილე მუდმივად საწინააღმდეგოს ამტკიცებს, არასწორია. მივმართავთ საქართველოს მთავრობას, გაჩერდეს და თავი დაანებოს მუდმივ მუქარას, შევიწროებას, ჩვენი ბიზნესისა და მისი თანამშრომლების დაშინებას. კონტრაქტის თვითნებურად გაუქმება, შეწყვეტა ან ჩვენი კომპანიის ნავთობისა და გაზის ოპერაციებით მითვისების სხვა მცდელობები არის უკანონო, კრიმინალური ექსპროპრიაციის აქტი. ამ კვირაში ეკონომიკის მინისტრმა გაავრცელა მცდარი ინფორმაცია შეერთებული შტატებიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ „2020 წლის პირველ კვარტალში აშშ – ის ინვესტიციები გაიზარდა 34% და აშშ დაიკავა მეორე ადგილი ყველაზე მსხვილ ინვესტორთა შორის“. ეს არის სავალალო მცდელობა, დაფარონ ის მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლის წინაშე აშშ-ს კერძო სექტორის ინვესტიციები დგას“, – აღნიშნულია განცხადებაში.