ბექა ფერაძე აცხადებს, რომ სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 31 პროცენტით შემცირდა
ბექა ფერაძე აცხადებს, რომ სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 31 პროცენტით შემცირდა

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, შრომის უსაფრთხოების კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 31 პროცენტით შემცირდა.

როგორც ბექა ფერაძემ პარლამენტში, 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განმარტა, აღნიშნული სტატისტიკა არის გატარებული ღონისძებების ეფექტიანობის მთავარი საზომი.

ამასთან, შრომის ინსპექციის სამსახურის ცნობით, ანგარიშში დეტალურად არის ასახული ის ძირითადი დარღვევები, რაც 2021 წლის განმავლობაში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით გამოვლინდა.

როგორც აღინიშნა, შრომის ინსპექციის სამსახურმა უსაფრთხოების მიმართულებით 2021 წელს 446 ობიექტზე 1 074 ინსპექტირება ჩაატარა.