ბექა ბასილაიამ მოსამართლეს მიმართა - თქვენს სინდისთან ერთხელ მაინც ხომ დარჩებით მარტო, აიცილეთ ეს საქმე
ბექა ბასილაიამ მოსამართლეს მიმართა - თქვენს სინდისთან ერთხელ მაინც ხომ დარჩებით მარტო, აიცილეთ ეს საქმე

ეს მაშველი რგოლია პერსონალურად, თქვენს სინდისთან ერთხელ მაინც ხომ დარჩებით მარტო, აიცილეთ ეს საქმე, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს.

„დღეს რომ იქ სისხლი დაიღვაროს სპეცრაზმის მიერ, ამ ფაქტებზე ხომ თქვენი შვილები დაგელაპარაკებიან? თქვენს სინდისთან ერთხელ მაინც ხომ დარჩებით მარტო? ახლა ამ მდგომარეობიდან გამოსავალი ერთია, გადაწყვეტილებას რომ ვერ შეცვლით, ეს ვიცით და აიცილეთ ეს საქმე“, – განაცხადა ბასილაიამ.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მას სასამართლოს უპატივცემულობის გამო შენიშვნა მისცა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატებმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილება მოითხოვეს. ადვოკატის განცხდებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მელიას დაპატიმრების შესახებ წინასწარ არის ცნობილი.

ამასთან, შსს-ში აცხადებენ, რომ მედიით გავრცელებული კადრები განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზეა გადაღებული, სადაც თანამშრომლები ყოველდღიურად გადაადგილდებიან.