ბენინის სანაპიროსთან მეკობრეების მიერ დატყვევებული ოთხი ქართველი მეზღვაური თავისუფალია
ბენინის სანაპიროსთან მეკობრეების მიერ დატყვევებული ოთხი ქართველი მეზღვაური თავისუფალია

20 თებერვალს, ბენინის სანაპიროსთან მეკობრეების მიერ დატყვევებული ოთხი ქართველი მეზღვაური თავისუფალია და უახლოეს დღეებში სამშობლოში დაბრუნდებიან.

ინფორმაციას ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

„საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად მეზღვაურების გატეცების დღიდან ჩართული იყო პროცესში.

საკითხის კონფიდენციალურობიდან და მეზღვაურების პირადი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალების გამხელისაგან თავს ვიკავებთ, თუმცა აღვნიშნავთ, რომ ყველა მხარემ იმოქმედა კოორდინირებულად და მაღალ პროფესიონალურად, რამაც ძალიან მოკლე დროში მოგვცა შედეგი.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გემთმფლობელი კომპანიის ძალისხმევა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა მეზღვაურების უსაფრთხოდ გამოსახსნელად.

მადლობას ვუხდით გატაცებული მეზღვაურების ოჯახის წევრებს, რომლებმაც ამ მძიმე სიტუაციაში გამოიჩინეს სამაგალითო სიმშვიდე და ხელი შეუწყვეს პროცესის წარმატებით დასრულებას.

ასევე მადლობას ვუხდით ჟურნალისტებსაც, რომლებმაც გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნა და მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე თავი შეიკავეს ყოველგვარი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან.

ჩვენს მეზღვაურებს ვულოცავთ გათავისუფლებას“, – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.