თელ ავივის ცენტრში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების ოჯახის წევრები და მათი მხარდამჭერები ამბობენ, რომ დროა მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომის და მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის.
აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ისრაელის მიერ „ჰამასის“ ლიდერის, აიაჰია სინვარის მკვლელობა გადამწყვეტი წერტილი უნდა იყოს მძევლების დაბრუნების პროცესში. დაახლოებით 100 მძევალი რჩება ღაზაში „ჰამასის“ ტყვეობაში, თუმცა, ისრაელის ხელისუფლების ვარაუდით, მათგან 30-მდე ადამიანი დაღუპულია.