ბენიამინ ნეთანიაჰუ ქრისტიან მომლოცველებს იერუსალიმში ტურისტულ გიდობას სთავაზობს
ბენიამინ ნეთანიაჰუ ქრისტიან მომლოცველებს იერუსალიმში ტურისტულ გიდობას სთავაზობს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ქრისტიან მომლოცველებს იერუსალიმში ტურისტულ გიდობას სთავაზობს. ამის შესახებ პრემიერი შობის წინა საღამოს Twitter-ით გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს, რომელიც იერუსალიმშია ჩაწერილი.

ვიდეო, სახელწოდებით „გილოცავთ შობას იერუსალიმიდან, ისრაელის დედაქალაქიდან“, კვირა საღამოს გამოქვეყნდა.

ერთწუთიან ჩანაწერში ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელში მცხოვრებ ქრისტიანებზე საუბრობს, რომლებიც მოსახლეობის 2%-ს შეადგენენ და აღნიშნავს, რომ ისრაელში ყველა აღმსარებლობის ადამიანის უფლებებს იცავენ.

მომავალი წლის შობისთვის კი ქრისტიან მომლოცველებს პირადად საკუთარი თავი შესთავაზა გიდად იერუსალიმში არსებული წმინდა ადგილების მოსანახულებლად.