ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელმა რაფაჰში ოპერაცია 10 მარტამდე, რამადანის დაწყებამდე უნდა დაასრულოს
საერთაშორისო ზეწოლის გათვალისწინებით, ისრაელს რაფაჰში ოპერაციის დასასრულებლად ერთი თვე დარჩა, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
როგორც მან ომის კაბინეტის წევრებს განუცხადა, ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქში ოპერაცია რამადანის დაწყებამდე, ანუ 10 მარტამდე უნდა დასრულდეს.
აღნიშნულის შესახებ განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც სამხედროებს რაფაჰიდან მოსახლეობის ევაკუაციისთვის გეგმის შედგენა დაავალა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, რაფაჰში, თავშესაფრებში ღაზის სხვადასხვა ადგილებიდან დევნილი 1,3 მილიონი ადამიანია განთავსებული.