მედიის ცნობით, რაფაჰში მასობრივი ოპერაციის დაწყებამდე ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის უწყებას საბრძოლო ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის გეგმის შედგენა დაავალა
მედიის ცნობით, რაფაჰში მასობრივი ოპერაციის დაწყებამდე ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის უწყებას საბრძოლო ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის გეგმის შედგენა დაავალა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხედროებს რაფაჰიდან მოსახლეობის ევაკუაციისთვის გეგმის შედგენა დაავალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით, რაფაჰში 1,3 მილიონზე მეტი ადამიანია, მათი უმრავლესობა ღაზის სხვადასხვა ადგილიდან არის დევნილი.

ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები მალე შევლენ რაფაჰში.

„ცხადია, რაფაჰში მასობრივი ოპერაცია მოითხოვს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას საბრძოლო ზონებიდან, ამიტომ პრემიერ-მინისტრმა ისრაელის თავდაცვის უწყებას მისცა ბრძანება როგორც მოსახლეობის ევაკუაციის, ასევე „ჰამასის“ ბატალიონების დაშლის შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში.