ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი ტერორიზმს არ შეეგუება, არ დავნებდებით, ვიდრე ყველა ჩვენს მძევალს სახლში არ დავაბრუნებთ
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი ტერორიზმს არ შეეგუება, არ დავნებდებით, ვიდრე ყველა ჩვენს მძევალს სახლში არ დავაბრუნებთ

ისრაელი ტერორიზმს არ შეეგუება, არ დავნებდებით, ვიდრე ყველა ჩვენს მძევალს სახლში არ დავაბრუნებთ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

მან უსაფრთხოების ძალებს მძევლების გასათავისუფლებლად ღაზაში ჩატარებული ოპერაციისთვის მადლობა გადაუხადა.

„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ისრაელი ტერორიზმს არ ნებდება და გაბედულად მოქმედებს, რათა ჩვენი მძევლები სახლში დააბრუნოს. ჩვენ ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. არ დავნებდებით, ვიდრე არ დავასრულებთ მისიას და არ დავაბრუნებთ ყველა ჩვენს მძევალს სახლში“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა რამდენიმე საათის წინ, ღაზაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს „ჰამასის“ მიერ გატაცებული ოთხი მძევალი დააბრუნეს.