ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად და განვაგრძოთ მარტივი წესის დაცვა, ვინც გვატკენს, მათ ჩვენც ვატკენთ
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად და განვაგრძოთ მარტივი წესის დაცვა, ვინც გვატკენს, მათ ჩვენც ვატკენთ

ვინც გვატკენს, ჩვენ მათ ვატკენთ, – ეს განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

„ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად და განვაგრძოთ მარტივი წესის დაცვა: ვინც გვატკენს, ჩვენ მათ ვატკენთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ინტენსიურად მუშაობენ საფრთხეების აღკვეთაზე.

დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 320 რაკეტა გაისროლა. როგორც დაჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რაკეტების სამიზნე ისრაელის ჩრდილოეთში მდებარე 11 სამხედრო ბაზა იყო.