ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ „დაუნდობლად მუშაობს“ მძევლების გასათავისუფლებლად
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, „დაუნდობლად მუშაობს“ „ჰამასის“ მიერ ღაზაში მყოფი მძევლების გასათავისუფლებლად. ამის შესახებ ნეთანიაჰუს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაში წერია, ისრაელის პრემიერის აზრით, ანკლავის შიგნით ისრაელის სახმელეთო ოპერაციების გაფართოება ხელს უწყობს მოვლენების სწორი მიმართულებით სვლას.
„თუ/ან როცა იქნება რაიმე კონკრეტული, რომლის შესახებაც შეიძლება მოხსენება, ჩვენ ამას მოგახსენებთ“, – წერია ნეთანიაჰუს განცხადებაში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მძევლების უსაფრთხოდ გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებების დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.