ბელგიის მთავრობა 2025 წლამდე ყველა ბირთვული რეაქტორის დახურვას გეგმავს
ბელგიის მთავრობა 2025 წლამდე ყველა ბირთვული რეაქტორის დახურვას გეგმავს

ბელგიის მთავრობა 2025 წლამდე ყველა ბირთვული რეაქტორის დახურვას გეგმავს. შესაბამის ენერგეტიკულ პროექტს მინისტრთა კაბინეტმა დაუჭირა მხარი.

დოკუმენტის თანახმად, 2025 წლამდე ქვეყანაში დაიხურება შვიდი ბირთვული რეაქტორი, ხოლო ინვესტიციები ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარებას მოხმარდება.

აღსანიშნავია, რომ ბელგია ენერგეტიკული მოთხოვნილებების 40% ბირთვული სადგურებით უზრუნველყოფს.

ბელგია მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს ბირთვული ენერგიის მოხმარების მიხედვით. ამ მხრივ პირველ სამეულს საფრანგეთი, სლოვაკეთი და უკრაინა წარმოადგენენ.