ბელგიის ქალაქ ლიეჟიში შეიარაღებულმა პირმა სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია პოლიციის ორი ოფიცერი და ერთი გამვლელი. არიან დაშავებულებიც.
შეიარაღებული პირი სროლის შემდეგ გაქცევას შეეცადა. მან იქვე მდებარე შენობის მე-6 სართულზე მძევალიც აიყვანა, თუმცა, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ცეცხლი გაუხსნეს და ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია.
თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.