ბელარუსში აცხადებენ, რომ გერმანიასთან კონსულტაციებს მართავენ დაპატიმრებულ გერმანელ ექიმთან დაკავშირებით, რომელსაც მინსკის სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა
ბელარუსში აცხადებენ, რომ გერმანიასთან კონსულტაციებს მართავენ დაპატიმრებულ გერმანელ ექიმთან დაკავშირებით, რომელსაც მინსკის სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა

ბელარუსის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ გერმანიასთან კონსულტაციებს მართავენ დაპატიმრებულ გერმანელ ექიმთან დაკავშირებით, რომელსაც მინსკის სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

30 წლის რიკო კრიგერი სასამართლომ დამნაშავედ ექვსი მუხლით ცნო, მათ შორის ტერორიზმსა და დაქირავებულ საქმიანობაში.

„გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართვის გათვალისწინებით, ბელარუსულმა მხარემ წარადგინა შექმნილი სიტუაციის განვითარების არსებულ ვარიანტებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები. კონსულტაციები აღნიშნულ საკითხზე ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხაზით მიმდინარეობს“, – განაცხადეს ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ მინსკმა მსჯავრდებულისთვის საკონსულო წვდომა უზრუნველყო.

ცნობისთვის, ბელარუსის სასამართლოს მიერ გერმანელი ექიმის მიმართ გამოტანილი განაჩენის შესახებ ინფორმაცია ბელარუსში მოქმედმა უფლებადამცველმა  ორგანიზაციამ, „ვესნამ“ გაავრცელა. აღნიშნული დაადასტურა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, თუმცა უწყებას მოქალაქის ვინაობა არ დაუკონკრეტებია.