ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შემდეგ ბელარუსი უფრო დაუახლოვდება ევროკავშირს
ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ მაკეი იმედოვნებს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შემდეგ ბელარუსი უფრო დაუახლოვდება ევროკავშირს. ეს განცხადება დიპლომატმა ბრიუსელში სამიტის დაწყებამდე განაცხადა
„ვიმედოვნებთ, რომ ამ შევედრის შემდეგ ბელარუსი უფრო მეტად დაუახლოვდება ევროკავშირს. მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა დაინახოს, რა კონკრეტულ შედეგებს მიიღებს თანამშრომლობით. ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება სამიტი, რომელიც მოუტანს კონკრეტულ სარგებელს ჩვენს მოსახლეობას“, – განაცხადა ვლადიმირ მაკეიმ.
შეგახსენებთ, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტში ბელარუსის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობს. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ბრიუსელში არ ჩავიდა.