ნიუ-მექსიკოს შტატში აღმოაჩინეს ბანაკი, სადაც ბავშვებს სკოლებზე თავდასხმისთვის ამზადებდნენ. საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ აღმოჩენილ ბანაკს, სადაც 11 ბავშვი არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდა. პოლიციის ცნობით, 1-დან 15 წლამდე ბავშვებს, რომლებიც დატყვევებული ჰყავდათ და რამდენიმე დღის განმავლობაში არ აჭმევდნენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბანაკში დააკავეს ორი მამაკაცი და სამი ქალი, რომლებიც, სავარაუდოდ, ბავშვების დედები არიან.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ერთ-ერთი ბოროტმოქმედი ბავშვებს ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას ასწავლიდა და სკოლებში ტერაქტების მოწყობისთვის ამზადებდა. ამის შესახებ საქმის ერთ-ერთი მოწმის ჩვენებაშია ნათქვამი.
ნიუ-მექსიკოს უდაბნოში მდებარე ბანაკში პოლიცია მას შემდეგ მივიდა, რაც სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს წერილი, რომელშიც ბავშვები შველას ითხოვდნენ და ამბობდნენ, რომ მათ აშიმშილებენ.
ჩხრეკის დროს პოლიციამ მცირეწლოვანი ბავშვის ნეშტსაც მიაკვლია. როგორც ვარაუდობენ, ეს ერთ-ერთი დაკავებულის, სირაჯ იბნ ვაჰაჯის შვილია, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა. ვაჰაჯის დაკავების დროს თან ხუთი ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდა.
დაპატიმრებულებს ბრალი ბავშვებზე ძალადობაში წაუყენეს და წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.
ნიუ-იორკის მედიის ინფორმაციით, დაპატიმრებული აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იმამის, სირაჯ ვაჰაჯის შვილია. ვაჰაჯი პირველი იმამია, რომელმაც 1991 წელს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში პირველმა ღვთისმსახურება ჩაატარა.