იულია სკრიპალი სოლსბერის საავადმყოფოდან გაწერეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ის უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
რაც შეეხება რუსეთის დაზვერვის სამმართველოს ყოფილ თანამშრომელს, სერგეი სკრიპალს, ის ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
ექიმების ინოფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია და გამოჯანმრთელების პროცესი სწრაფად მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ისინი ქიმიური ნივთიერებით მოწამლეს. ბრიტანეთის მთვარობა მომხდარზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.