„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ
„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრით დაზარალებულები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ.
დაზარალებულების განცხადებით, ისინი კუთვნილი ერთჯერადი კომპენსაციის მიღებასა ითხოვენ.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ზარალის ანაზღაურებას წლებია, ელოდებიან, რაზეც მთავრობის წევრებისგან რეაგირებას მოითხოვენ.
„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები საკითხით დაინტერესებისკენ ოპოზიციურ პარტიებსაც მოუწოდებენ.