„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები მთავარ პროკურატურასთან აქციას მართავენ
„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები მთავარ პროკურატურასთან აქციას მართავენ

„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები მთავარ პროკურატურასთან აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, რამდენიმე დღის წინ მთავრობის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა დაადგინა, რომ „ბავშვთა სამყაროში“ ხანძარი დაუდგენელმა პირმა გააჩინა და მის დასჯას, ასევე დაინტერესებული პირების გამოვლენასაც ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივი აქციებით იმუქრებიან.

მოვაჭრეები ასევე აცხადებენ, რომ ერთ-ერთმა დაზარალებულმა ვალების გადაუხდელობის გამო რამდენიმე დღის წინ თავი მოიკლა.

პროკურატურის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს ჯერ არ შეხვედრიან.