„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვენ
„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვენ

„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები პროკურატურის შენობასთან ერთ საათზეა მეტია რაც იმყოფებიან.

მათი მთავარი მოთხოვნა ირაკლი შოთაძის გადადგომა და სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყაროს” აქციონერების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემაა.

როგორც მომიტინგეები აცხადებენ, გამოძიება ერთი წელია ჭიანურდება და მათთვის კომპენსაცია ამ დრომდე არ გადაუხდიათ.

აქციის მონაწილეებმა კარვის გაშლაც სცადეს, თუმცა ამის უფლება მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.

„ბავშვთა სამყარო“ მიმდინარე წლის 30 იანვარს დაიწვა. გამოძიების ინფორმაციით, მიზეზი გაუფრთხილებლობა და სახანძრო წესების დაუცველობაა.