ბავშვთა გასართობი ცენტრები 4 ოქტომბრიდან მუშაობას განაახლებენ.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით 4 ოქტომბრიდან სწავლა განახლდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში.