რამდენიმე ივენთკომპანიისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლები საიჯარო ვალდებულებების შეჩერებას ითხოვენ
რამდენიმე ივენთკომპანიისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლები საიჯარო ვალდებულებების შეჩერებას ითხოვენ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან რამდენიმე ივენთკომპანიისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლებმა დღეს აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები არასაბანკო ვალდებულებების გადავადებას, საიჯარო ვალდებულებების შეჩერებას მოითხოვენ.

გარდა ამისა, ისინი მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან შეხვედრასაც ითხოვენ, რათა თავიანთი პრობლემები გააცნონ და ბანკებთან და მეიჯარეებთან შუამავლობა სთხოვონ.

„დღეს შევიკრიბეთ ერთი მარტივი მიზეზის გამო. გვინდა, მივიღოთ პასუხები კითხვებზე, რაც გვაწუხებს. არ გვინდა, არც ცენტრის გახსნა და არც მსგავსი რამ. ერთადერთს ვითხოვთ, ვინმე დაგველაპარაკო,  რა შეიძლება გავაკეთოთ, თუნდაც იჯარებთან ან გარე ღონისძიებებთან დაკავშირებით. გარე ღონისძიება ერთადერთი შემოსავლი იყო ჩვენთვის ამ ეტაპზე, რითაც ვცდილობდი, მცირე შემოსავალი გვქონოდა და ოჯახში შეგვეტანა, თუმცა ეს გზაც ჩაგვიკეტეს. ახლა უბრალოდ, ერთი პიროვნებასთან შეხვედრას ვითხოვთ, ვისაც დავუსვამთ კითხვებს და გაგვცემს პასუხებს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, დავით გაფრინდაშვილმა.