ბავშვთა გასართობი ცენტრები 4 ოქტომბრიდან მუშაობას განაახლებენ

16:29, 28.09.2021

ბავშვთა გასართობი ცენტრები 4 ოქტომბრიდან მუშაობას განაახლებენ.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით 4 ოქტომბრიდან სწავლა განახლდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში.

მსგავსი