თბილისში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე რუსუდან ფრიდონაშვილი სამ შვილთან ერთად პატარა ქოხში ცხოვრობს.
ოჯახი აქ მას შემდეგ დასახლდა, რაც სიღნაღში იპოთეკით დატვირთული სახლი დაკარგა. რუსუდან ფრიდონაშვილს ორი წლის წინ მეუღლე გარდაეცვალა და ბავშვებთან ერთად სულ მარტო დარჩა. მათი შემოსავალი სოციალური დახმარება და ობოლთა შემწეობაა. რუსუდან ფრიდონაშვილი სხვადასხვა მძიმე სამუშაოს ასრულებს, რათა შვილები საკვებით უზრუნველყოს.