თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან გვიან ღამიდან ადამიანების ნაკადი არ წყდება. ტრადიციულად, მშობლები მემორიალთან შვილებთან ერთად მიდიან.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 30 წელი გავიდა. ამ დღეს საბჭოთა არმიამ სასტიკად დაარბია რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრაცია. დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.