ბათუმში, ახალ ბულვართან, ზღვამ დღეს ახალშობილის ცხედარი გამორიყა.
არსებული ინფორმაციით, ჩვილს ყელზე დაზიანება ჰქონდა მიყენებული.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას.