„სოლიდარობა ზაზა სარალიძეს” – ამ სლოგანით ბათუმში მოქალაქეებმა ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები მის გათავისუფლებას ითხოვენ.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა გუშინ თბილისში პარლამენტთან განვითარებული მოვლენები დაგმეს.
შეკრებილების განმარტებით, ზაზა სარალიძის მიმართ ბოლო პერიოდში არაერთხელ დაირღვია კანონის უზენაესობა.
„ჩვენ გვახსოვს წლების განმავლობაში ენუქიძეები და სხვები, რომლებიც ებრძოდნენ სისტემას. ჩვენ უნდა გავიზიაროთ ეს გამოცდილება და გვერდით დაუდგეთ სარალიძეს, რომლის მიმართაც ბოლო თვეებში კანონი ბევრჯერ დაირღვა“, – განაცხადა „აუდიტორია 115“-ის წევრმა ირაკლი კუპრაძემ.