ბათუმში ზაზა სარალიძის მიმართ სოლიდარობის აქცია გრძელდება
ბათუმში ზაზა სარალიძის მიმართ სოლიდარობის აქცია გრძელდება

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამის, ზაზა სარალიძის მიმართ სოლიდარობის აქცია გრძელდება ბათუმში, ევროპის მოედანზე. აქციაზე, ძირითადად, ახალგაზრდები არიან შეკრებილნი.

ბათუმის ქუჩებში მსვლელობის შემდეგ, ახლა აქციის ორგანიზატორები შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ.

„ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც უნდა შეცვალოს ყველაფერი უკეთესობისკენ. ეს აქცია ჩვენ არ მოგვიგონია. ეს სალარიძის ტრაგედიამ მოიტანა. სოლიდარობა სალარიძეს და ვუერთდებით ყველა მოთხოვნას, რაც თბილისში გაჟღერდა. არ დავიშლებით, სანამ თბილისში არ დაიშლებიან“, – განაცხადა აქციის მონაწილემ, მსახიობმა ანრი ბიბილეიშვილმა.

აქცია ბათუმში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.