ბათუმში წვრილმანი ხულიგნობისთვის ორი პირი დააკავეს.
შემთხვევა რურუას ქუჩაზე ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან მოხდა.
ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ხელმძღვანელის, ხათუნა ბერიძის განცხადებით, ინციდენტს თავად შეესწრო.
„ორი ახალგაზრდა მამაკაცი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ქალბატონს და ზოგადად ოპოზიციის მხარდამჭერებს. ჩავერიე, რის შემდეგაც აგრესია წამოვიდა ჩემზე. სიტუაცია დაიძაბა და ადგილზე პოლიცია მოვიდა, რომელმაც ისინი ტერიტორიას განარიდა“, – განაცხადა ხათუნა ბერიძემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავება სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე მუხლის მიხედვით განხორციელდა.