ბათუმში, სასტუმრო „მგზავრებში“ ხანძარი იყო.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ცეცხლი სასტუმროში მდებარე საუნას გაუჩნდა. დაიწვა რამდენიმე კვადრატული მეტრი ფართობი.
შენობაში დაკვამლიანების შესახებ სასტუმროს პერსონალმა „112“-ს შეატყობინა.
სასტუმროდან პერსონალისა და სტუმრების ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის დროს სასტუმროში მხოლოდ ორი დამსვენებელი იმყოფებოდა.
ადგილზე ოთხი სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა, რომლებმაც ხანძრის ლიკვიდაცია რამდენიმე წუთში მოახერხეს.
ხანძრის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.