ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე ბარაკის ტიპის სახლში ხანძარი გაჩნდა.
მეზობლების განცხადებით, შემთხვევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. მეზობლებმა კვამლი შენიშნეს და სახანძრო სამსახური გამოიძახეს. მათი ინფორმაციით, სახლში სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იმყოფება, მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაცია.
შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა, თუმცა სახლში დაბრუნებულ მეპატრონეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
ხანძრის შედეგად განადგურდა საცხოვრებლის სახურავი და საყოფაცხოვრებო ნივთები.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ე.წ. მოკლე ჩართვამ გამოიწვია.