ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 30 წლამდე ქალი დაშავდა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
არსებული ინფორმაციით, მას მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.