ბათუმში, პროტესტანტულ ტაძარში ქრისტეს შობას აღნიშნავენ
ბათუმში, პროტესტანტულ ტაძარში ქრისტეს შობას აღნიშნავენ

ბათუმში, პროტესტანტულ ტაძარში ქრისტეს შობას აღნიშნავენ. სადღესასწაულო წირვა 22:00 საათზე დაიწყო.

ბათუმის წმინდა სამების სახელობის პროტესტანტულ ეკლესიაში ქრისტეშობის ღამე ყველაზე ხალხმრავალი დღესასწაულია. ამ დღეს საგანგებოდ ირთვება ტაძარი. პროტესტანტები ქრისტეშობისთვის ერთი თვით ადრე იწყებენ მზადებას და თვის განმავლობაში ყოველი კვირის დასაწყისში სხვადასხვა სიმბოლური მნიშვნელობით ახალ სანთელს ანთებენ.

წირვის დასრულების შემდეგ პროტესტანტულ ეკლესიაში სადღესასწაულო ტრაპეზი იმართება. პროტესტანტული ეკლესია ბათუმში, თავდადებულის ქუჩაზე 1995 წლიდან მოქმედებს. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ბათუმში პირველი პროტესტანტები მე-19 საუკუნის ბოლოს გამოჩნდნენ. საშობაო წირვა დილამდე გაგრძელდება.