ბათუმში ორსართულიანი სახლის სახურავიდან გადმოვარდნის შედეგად მუშა დაიღუპა
ბათუმში ორსართულიანი სახლის სახურავის შეკეთებისას მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა.
შემთხვევა ასათიანისა და პუშკინის ქუჩების კვეთაზე მოხდა.
„სასწრაფო დახმარება შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა, პაციენტი რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა“, – განაცხადა პირველ არხთან სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.