ბათუმში ორსართულიანი სახლის სახურავიდან გადმოვარდნის შედეგად მუშა დაიღუპა

16:51, 20.03.2018

ბათუმში ორსართულიანი სახლის სახურავის შეკეთებისას მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა.

შემთხვევა ასათიანისა და პუშკინის ქუჩების კვეთაზე მოხდა.

„სასწრაფო დახმარება შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა, პაციენტი რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა“, – განაცხადა პირველ არხთან სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

მსგავსი