ბათუმში მსუბუქი ავტომანქანისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბათუმში. შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ავტობუსი შეეჯახნენ.
ერთი ადამიანი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი დაშავებული მგზავრებიც.
როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.