ბათუმში, ბაგრატიონისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაზე სამგზავრო მიკროავტობუსი გადაყირავდა. ავარიის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ შემთხვევა მიკროავტობუსის წინ მოძრავი მსუბუქი ავტომანქანის გაურკვეველმა მანევრირებამ გამოიწვია, მიკროავტობუსის მძღოლმა კი, აცილება სცადა, რის შედეგადაც ამოყირავდა.
თვითმხილველები ასევე ჰყვებიან, რომ სასწრაფო დახმარებამ სამი ადამიანი კლინიკაში უკვე გადაიყვანა. მათ მოტეხილობა, დაჟეჟილობები აღენიშნებოდათ და ჰქონდათ ჭრილობებიც, თუმცა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ მიუღიათ.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.