ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე 40-წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. თვითმხილველების თქმით, მათ თავდამსხმელი ვერ დაინახეს.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია.
შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სს კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.